20:55 - 25 Jul, 2026
|
2018-12-20 13:27:19, 1076 ნახვა
საზოგადოება
ზემო მეტალურგიულის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა
ქვემო სამგორში, ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე, გზის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. 5 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, 500 კვ.მ-ზე კი, ტროტუარი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ბორდიურიც. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 260 000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ტერიტორიაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, რეაბილიტაცია საკომუნიკაციო ჭებს ჩაუტარდა. გასულ წელს კი, წყალმომარაგების სისტემა სრულად გამოიცვალა. ზემო მეტალურგიულის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ათეულობით წლის განმავლობაში არ შესრულებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „არსაკიძე 2000“-მა აწარმოა. დასრულებულ პროექტს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნო.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)