|
2018-12-19 16:51:51, 1173 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზას“ და „სოლიდარობის ფონდს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
სს „საქართველოს რკინიგზას“ და საქართველოს სოლიდარობის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ფონდის ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ინიციატივითა და სურვილით მათი ხელფასიდან ყოველთვიურად განხორციელდება დონაცია. აღსანიშნავია რომ გაფორმებული მემორანდუმი თანამშრომლობის გაგრძელებას გულისხმობს, რადგან რკინიგზელები საქველმოქმედო აქციაში 2015 წლიდან არიან ჩართულნი. დოკუმენტს ხელი სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარიამ მოაწერეს. „საქმე, რომელსაც საქართველოს სოლიდარობის ფონდი ემსახურება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის. თითოეული რკინიგზელი სრულად იზიარებს ამ მნიშვნელობას და საკუთარი ინიციატივით თავისი მცირედი წვლილი შეაქვს ისეთ დიდ და საყოველთაო საქმეში, როგორიც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაა. ეს არის ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა“, - აცხადებს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. „მნიშვნელოვანია, რომ საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საკუთარი წვლილი შეიტანონ ქველმოქმედებაში. ყოველი ერთით მეტი დონორი გვაძლიერებს. საქართველოს რკინიგზა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ონკოლოგია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს დღეს განსაკუთრებული თანადგომა სჭირდებათ, სწორედ ამას ემსახურება სოლიდარობის ფონდი“, - აცხადებს სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ია მაქაცარია. „სოლიდარობის ფონდი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ფონდი სიმსივნით დაავადებული ბავშვების და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობას და დიაგნოსტირებას აფინანსებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან დღემდე ფონდმა 611 ბენეფიციარის დაფინანსება შეძლო, სულ მობილიზდა 15 000 000 ლარი.
(R)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)