|
2018-12-19 11:56:30, 1034 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკსა“ და „Sida“-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა
პირველად საქართველოში, მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ფინანსური გარანტორი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) იქნება. თიბისი ბანკსა და Sida-ს შორის, რომელიც შვედეთის საელჩოს მიერაა წარმოდგენილი, საქართველოში სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიზანია საქართველოში სტარტაპებისა და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის იმ ბიზნესების დაკრედიტების ხელშეწყობა, რომლის დამფუძნებელთა უმრავლესობა ქალი მეწარმეები არიან. ხელშეკრულების თანახმად, „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გაპრობლემების შემთხვევაში, Sida მსესხებლის გარანტორს წარმოადგენს. აღნიშნული თანამშრომლობა იმ სესხებს ეხება, რომლებსაც მომავალში თიბისი ბანკი სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მოღვაწე სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად გასცემს. მსესხებლისა და სესხის კატეგორიიდან გამომდინარე „თიბისი ბანკი“ და Sida რისკს თანაბრად (50%-50%) გაიზიარებენ. ქალი მეწარმეების აღებული სესხებისა და ასევე იმ სესხების შემთხვევაში, რომლებიც სტარტაპის დაწყებას, ან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას ემსახურება, Sida რისკის 60%-ს გაიზიარებს. Sida-ს გარანტია 40 მილიონი აშშ დოლარის პორტფელს დაფარავს. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე თიბისი ბანკი შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად 1 წლის განმავლობაში მუშაობდა და ის Sida-სთვის საქართველოში კომერციულ ბანკთან თანამშრომლობის პირველ პროექტს წარმოადგენს.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)