|
2018-12-19 11:49:36, 1200 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება
„აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი დაავადებული ფიჭვების ნაცვლად, ჯანსაღი ხეები დაირგვება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. „გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს, თბილისის მერია ხეებს უკანონოდ ჭრის. საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არ დააყოვნა და ამ სიცრუეს ჩვეულ რეჟიმში სიუჟეტი მიუძღვნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კი გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანსაღი ხეების დაზიანების ფაქტები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ. „სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ამიტომ, ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებლად განახორციელეთ შესაბამისი ღონისძიებები. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ ნერგების ნუსხის დამტკიცებაში ჩართულ შესაბამის სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)