|
2018-12-19 11:30:40, 1051 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ერთვებიან
"გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე"- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთვნენ. სისხლის უანგარო დონაციის მიზანი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლის სარეზერვო მარაგის და მისი კომპონენტების რეგულარული შევსებაა. მ. იაშვილის სახელობის ცენრალური საავადმყოფო ერთადერთია საქართველოში სადაც ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებულ 0 დან 8 წლამდე ბავშვებს მკურნალობენ. მათ ყოველდღიურად ესაჭიროებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები დღეში 15-20 ერთეულის ოდენობით. ხშირად იქმნება დეფიციტი და პაციენტის მშობლებს და მათ ახლობლებს სტრესულ მდგომარეობაში უწევთ დონორთა მოძიება.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)