08:49 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 20:03:39, 1525 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - საპარლამენტო დემოკრატია არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს

„მიმაჩნია, რომ საპარლამენტო დემოკრატია არი საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს - ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში" განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გუშინ იყო ისტორიული დღე - ფიცი დადო საქართველოს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია.

„ჩვენ გადავდივართ ახალ კონსტიტუციაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო იქნება სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია. მიმაჩნია, რომ ეს არის საუკეთესო მოდელი, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს - ქვეყანა იყოს პროგრესული და უფრო წარმატებული ვიყოთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ასე, რომ გუშინ ორმაგად მნიშვნელოვანი დღე იყო", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics