19:03 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-17 17:27:55, 1168 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკში კონფერენცია „სამართალი და ტექნოლოგიები“ გაიმართება

18 დეკემბერს, 10:45 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქ. #3) კონფერენცია სახელწოდებით „სამართალი და ტექნოლოგიები" გაიმართება.

ღონისძიება იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოს ,,CCLA"-ს ინიციატივით იმართება. აღნიშნული კომპანიის პროექტი ,,ლობოტი" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ,,ლობოტი" პირველი ქართული იურისტი ბოტის შექმნას ითვალისწინებს. კონფერენციაზე გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაც შედგება.

კონფერენციას  კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქმის ელექტრონული განაწილება და ელექტრონული რეგისტრაცია სასამართლოში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საჯარო რეესტრში, ციფრული ხელმოწერის დანერგვა, ონლაინ მედიაცია და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics