|
2018-12-17 17:19:52, 967 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და LED განათების ქსელი მოეწყო, რომელიც ელექტროენერგიას 60-70%-ით ზოგავს. პროექტის განხორციელება რთული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მუშაობა ღამის საათებშიც გვიწევდა. ეს მჭიდროდ დასახლებული ქუჩაა და სამუშაოების წარმოება ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ხმაურის მხრივ. ადგილობრივ მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ საშუალება მოგვცა, 24-საათიან რეჟიმში გვემუშავა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია საპარკინგე ადგილები, ტროტუარი და რაც ამ კონკრეტულ ქუჩაზე იყო შესაძლებელი, ყველაფერი მაქსიმალურად არის გაკეთებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო, მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ არსებობდა. გარდა ამისა, მოეწყო ორი საყრდენი კედელი და შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყო შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა ახალი სანათები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოწესრიგდა საპარკინგე სივრცეები. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 2 077 777 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ აწარმოა. ჩიქოვანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.
(NS)
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)