13:14 - 19 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-16 12:41:51, 925 ნახვა

პოლიტიკა
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ეწვია

თბილისი-ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა სომხეთის პრეზიდენტი  არმენ სარქისიანი.

სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილიდახვდა.

მინისტრის მოადგილემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის და ხაზი გაუსვა სომხეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი ვიზიტების გაცვლის სიხშირეს, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. არმენ სარქისიანი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს არმენ სარქისიანი თბილისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ესტუმრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ერთ-ერთი მაღაზია ერთ თვეში მეოთხედ გაძარცვეს
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის წერილზე: ეს სტანდარტული პასუხის გარდა სხვა არაფერია
მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა, 10 300 ლარი გამოართვა, თუმცა სამუშაოები არ შეუსრულებია
სტავროპოლის ოლქში ნავთობის საწყობზე თავდასხმა განხორციელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics