|
2018-12-15 12:15:36, 1022 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
კურორტი გუდაური 30 წლისაა, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების თარიღი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების კომპანიის ორგანიზებით ახალ გუდაურში გაიმართა. გიორგი ქობულიამ ყველას მიულოცა გუდაურის 30 წლის იუბილე და ახალი სეზონის გახსნა. „ვულოცავ ყველას გუდაურის 30 წლისთავს, დღეს გავხსენით ახალი სეზონი, გუდაური არის აბსოლუტურად განახლებული, ძალიან გაძლიერებული გვაქვს ჩვენი საბაგიროების გამტარუნარიანობა, ასევე ძალიან განვითარდა ინფრასტრუქტურა და ვიმედოვნებ, რომ წელს ჩვენი მოსახლეობაც და ტურისტებიც ბევრად უფრო ისიამოვნობენ გუდაურში ამ სეზონით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა. გუდაური წლევანდელ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება - კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „ძველი კუდებისა" და „საძელეს" საბაგიროებს. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზრდება გამტარუნარიანობა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუქციის შემდეგ სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა. კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა. გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს. კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა. ახალი საბაგიროები „სოლიკო" და „კუდები" ღია "ბაბლის" ტიპის 6-ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საბაგირო „პირველი" ღია, ასევე 6 ადგილიანი. საბაგირო ,,პირველის" და "სოლიკოს" გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების" კი 2200 მგზავრი იქნება. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი)ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.
(NS)
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)