|
2018-12-15 10:41:28, 1353 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ მისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-1 ნაწილით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)