06:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-14 12:24:44, 1106 ნახვა

პოლიტიკა
თელავის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას აქციის ჩატარებას სხვა ადგილზე სთავაზობს

გაერთიანებულ ოპოზიციას თელავში აქციის გამართვაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაადასტურა.

მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

„ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს, ვინაიდან ის ადგილი, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, შედის ღონისძიების ერთ-ერთ შემადგენელ ტერიტორიად. იცით, რომ ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოელი დელეგატი მონაწილეობას და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას, მათთან კონსულტაციის შემდეგ, ვინაიდან ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, მათთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია“, - განაცხადა თელავის მერმა.

ცნობისთვის, გაერთიანებულმა ოპოზოციამ მერიას ორი დღის წინ მიმართა და აქციის ჩასატარებლად ტერიტორია ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადარს შორის პერიმეტრზე თხოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics