|
2018-12-14 10:24:46, 867 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე მუნხტუია ალტანგერელმა მოაწერეს. დაცული ტერიტორიების გაძლიერებისთვის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 9,785,000 აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებშიც დაცული ტერიტორიების სააგენტო გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან (GEF) 1,826,484 დოლარის ოდენობის გრანტს მიიღებს. პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაძლიერება საქართველოში“ ითვალისწინებს 12 სამიზნე დაცულ ტერიტორიაზე ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. კერძოდ, პროგრამის სამიზნე ტერიტორიებია: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ტერიტორია, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორია, მაჭახელას ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები. აღნიშნული გრანტი ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის და შესაძლებლობების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება საკონსულტაციო მომსახურება, სტრატეგიული დოკუმენტების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინვენტარის შეძენა და სხვ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ეკო-ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტი 5-წლიანია და განხორციელდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდისა (СNF) და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)