06:28 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-13 18:29:39, 1272 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა და ირანის ელჩმა ბოლო პერიოდში საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები განიხილეს.  

„შეხვედრაზე გაიცვალა შესაბამისი ინფორმაცია და მონაცემები, დაისახა განხილული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების შემდგომი გეგმები.

აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განსახილველ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად შეუწყონ ხელი საკონსულო სფეროებში შემდგომ კოორდინაციას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, თბილისში ირანელი ბიზნესმენები არ შემოუშვეს, რის გამოც კონფერენცია ჩაიშალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics