17:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-12 12:37:12, 1116 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაცია მოხდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ანძის მოდერნიზება იგეგმება. 

კალაძის თქმით, სატელევიზიო ანძის მოდერნიზებაზე კონცეფცია ესტონურმა კომპანიამ შეიმუშავა, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. საუბარია კომპანია "კოკო არქიტექსტზეა". როგორც კალაძემ განაცხადა, მათ რამდენიმე პროექტი განიხილეს და ორ ვარიანტზე შეთანხმდნენ. განხილვის პროცესში ჩართული იყო კულტურული საბჭო, ისტორიკოსები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

კახა კალაძის განცხადებით, შერჩეულ ორივე პროექტს ინტერნეტში განათავსებენ, რათა საზოგადოებრივი აზრი გაიგონ,

"გვაინტერესებს საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება, თუ რომელი პროექტი უფრო მოსაწონი იქნება და სამომავლოდ რომლის განხორციელება იქნება საინტერესო. აქ განთავსდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც გათვლილი იქნება 300 ათას ვიზიტორზე. ამ პროექტის ფარგლებში ასევე უნდა განხორციელდეს რესტორანი, იქნება ზემოთ პანორამული გადმოსახედები. 75 მეტრი სიმაღლეზე იქნება ეს კონკრეტული ობიექტი. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება, დავასაქმოთ დაახლოებით 50 ადამიანი. პროექტის განხორციელება დაახლოებით 10 მილიონი დაჯდება. ჩვენ ამ პროექტს და ასევე პროექტს, რომელზეც მე წინასაარჩევნოდ ვსაუბრდი, ეს არის მუხიანის პროექტი რადიოქალაქი, მას უახლოეს ხანებში წარვუდგენ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და მივაწვდით სრულ ინფორმაციას", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics