16:23 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 14:54:19, 987 ნახვა

საზოგადოება
საპროტესტო აქციის გამო, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება

იუსტიციის სახლთან, დღეს, დილის 09:00 საათიდან მიმდინარე აქციის გამო, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მორატორიუმის ნაწილობრივ გაუქმებას ეხება, იუსტიციის სახლი მომხმარებელს შეფერხებით ემსახურება.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი გივი აზაურაშვილი, შეხვდა აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრ ემზარ კვიციანს და ზვიად ტომარაძეს.

შეხვედრისას გივი აზაურაშვილმა, მოქალქეთა ინტერესების გათვალიწინებით, სთხოვა საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლებს, რომ აქცია 5 მეტრით მოშორებოდა იუსტიციის სახლის შესასვლელს, რათა მოქალაქეებს არ შეზღუდვოდათ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის უფლება. გივი აზაურაშვილმა ასევე განუმარტა, რომ იუსტიციის სახლი არ შეუშლის ხელს მათ გამოხატვის თავისუფლებაში, თუმცა ამავე დროს საჯარო ორგანიზაცია, ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, რომელიც სერვისის მიწოდების შეფერხების გამო ირღვევა.

შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის გარდა იუსტიციის სახლი 400-მდე სხვა სერვისსაც გასცემს.

ამ ეტაპზე იუსტიციის სახლის შესასვლელებთან კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, ხოლო მომხმარებელთა ნაკადის მიღება ჩვეულ რეჟიმში კვლავ ვერ ხორციელდება. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics