16:24 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-10 12:59:23, 1115 ნახვა

საზოგადოება
„საქმეში საუბარია საარჩევნო მიზნებით ზეწოლაზე“ - ომბუდსმენი ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტს სწავლობს

 „ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის საქმეში საუბარია ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, ასევე საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ია კერზაიას საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო.

„ჩვენთან არის შემოსული წერილი, რითაც განმცხადებელი ითხოვს დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. გადავწყვიტეთ, რომ შევისწავლოთ ფაქტი მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველმხრივად, არა მხოლოდ დისკრიმინაციულ ჭრილში, არამედ არის თუ არა სხვა სამართალდარღვევის ნიშნები იმიტომ, რომ აქ საუბარი არის ზეწოლაზე, საარჩევნო მიზნებით, საუბარი არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამიტომ, ყველა მხრიდან და მაქსიმალურად ამომწურავად შევისწავლით აღნიშნული ფაქტის გარშემო გარემოებებს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია გარდაიცვალა. იგი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში ინსულტით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, რომ დედამისი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. პოლიტიკურ ზეწოლაზე ია კერზაია თავადაც საუბრობდა. მან აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics