02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-06 17:58:07, 1525 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: 2017 წლის წარმომადგენლობითი ხარჯები მასშტაბური ღონისძიებებით აიხსნება

 

თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას აუდიტის სამსახურის დასკვნის შესახებ ისაუბრა.

ლევან იზორიამ წარმომადგენლობითი ხარჯების მატება გასულ წელს, სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების სიმრავლით ახსნა.

„ეს განპირობებულია იმ საერთაშორისო აქტივობებით, რაც საქართველოში ტარდება. გასულ წელს, მარტო ერთი, ძალიან ავტორიტეტული და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების დაფინანსებისთვის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან ნახევარი მილიონი ლარი გავიღეთ. თუმცა წელს შარშანდელთან შედარებით რვაასი ათასიდან მილიონ ლარამდე დანაზოგი გვაქვს", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით, წარმომადგენლობითი ხარჯების ზრდა წინა წელს, საერთაშორისო აქტიურობის დინამიკითა და ცალკეულ წლებში ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების მასშტაბურობით აიხსნება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics