15:36 - 25 Jul, 2026
|
2018-12-06 16:22:46, 1031 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციის დელეგაცია ესტუმრა. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარიამ ხარძიანმა და ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერმა ნინო მესხმა სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურები, საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისები და ერთი ფანჯრის პრინციპით მომსახურება. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო საჯარო რეესტრის მნიშვნელოვან პროექტებსა და წარმატებულ რეფორმებს. გუანდუნის პროვინციის დელეგაციის წევრები, ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.
(NS)
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)