|
2018-12-06 16:10:25, 1292 ნახვა
საზოგადოება
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს [ვიდეო]
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. დილიდან პოლიტიკოსის სამოქალაქო პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში მიმდინაროებდა. რურუების ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ, პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიუსამძიმრეს. შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი; ჯორჯიის სახელმწიფო სამართალმცოდნეობის სკოლა(ატლანტა, აშშ). 2000 წელს იყო ატლანტის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე; 2000-2001წწ. ჯორჯიის ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტის იურისტი(აშშ); 2004-2008წწ. გაზეთ "24 საათის" იურიდიული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. არის ავტორი სტატიების კრებულისა "თავისუფლების კანონი". იგი ასევე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი.
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)