02:19 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-12-05 17:19:27, 1366 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის სამუშაო ჯგუფის შექმნის ბრძანებას დღეს გამოსცემს

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის ინფორმაციით, პრემიერის ადმინისტრაციაში ბრძანებულების პროექტიც მზადდება, რომელიც ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს განსაზღვრავს.

როგორც კახიშვილმა განმარტა, ბრძანება სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამოიცემა, რომელიც შეეხება კომისიის წევრებს.  

გარდა ამისა, მთავრობას აქვს კონსულტაცია რამდენიმე რეჟისორთან, რომელიც ღონისძიებაზე იმუშავებს, თუმცა კახიშვილის თქმით, კონკრეტულად რომელ რეჟისორს აირჩევენ ჯერჯერობით უცნობია. 

"16 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. გუშინ მე დამევალა, რომ გავმართო კონსულტაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელეწიფება ამ საკიტხების ორგანიზება. ასევე მუშაოვდა პრემიერის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ინაუგურაციის ჩატარებისთვსი საჭირო კომისიის წევრებს. ეს კომისია იმუშავებს სცენარზე და სხვა ღონისძიებებზე. კონსულტაციები გვაქვს რეჟისორებთან. ბევრი სამინისტროც არის ჩართული", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციის ხარჯები დათვლილი ამ დროისთვის არ არის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics