|
2018-12-03 14:47:56, 985 ნახვა
საზოგადოება
სურსათზე, ტრანსპორტსა და სხვა პროდუქტებზე ფასები გაიზარდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ავეჯსა და სახლის მოვლაზე, ასევე, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე გაიზარდა. საქსტატის ცნობით, 2018 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.4%-იანი მატება, რაც 0.41 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.7%), რძე, ყველი და კვერცხი (3.3%), თევზეული (2.1%), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.8%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-8.3%); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.8%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (9.2%); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 5.5%-ით, რაც 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (10,1 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.7%) და საავადმყოფოების მომსახურება (2.5%); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 4.6%-ით, რაც 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (8.5%); საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 3.6%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.3 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მომატებულია წყალმომარაგებისა და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურების (7.7%), ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების (3.5%), ასევე საცხოვრებლის მიმდინარე მოვლისა და შეკეთების (2.2%) ქვეჯგუფებზე. დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,11 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (4,6 პროცენტი).
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)