12:54 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-29 19:00:14, 1286 ნახვა

საზოგადოება
მომდევნო დღეებში წვიმა, თოვა, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი

30 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო 1 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

გარდა ამისა, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics