12:53 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-28 12:54:46, 1515 ნახვა

საზოგადოება
12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა - ვიდეო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 19.6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 648 551 ამომრჩეველია.

პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ, 12:00 სთ-ის მონაცემებით შეადგინა 15.95%, რაც რაოდენობრივად იყო 558 755 ამომრჩეველი.

მისივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი ყველასთვის ხელმისაწვდომ და  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო.

არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის, რომლებმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. ესენი არიან გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაში“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც შანიძეზე 4 პირი დაჭრა პატიმრობა შეეფარდა
რომან გოცირიძე: კრიპტოვალუტის ფერმები საქართველოს ელექტროენერგიის დაახლოებით 6%-ს მოიხმარენ
BOG და UNFPA მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრას გამართავენ
ელექტროენერგიის მიწოდება მთელ ქვეყანაში სრულად აღდგა - სსე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics