2015-06-14 17:01:44, 518 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ხდება გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფა
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დედაქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
მან მოსახლეობას მიმართა, რომ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში 112–ს დაუკავშირდნენ.
პრემიერის თქმით, შესაბამისი სამსახურები, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფას ახდენენ.
„მოსახლეობა გაფრთხილებულია და მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან, ცხოველების შენიშვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ 112–ს დაუკავშირდნენ . მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამსახურები შეძლებისდაგვარად ახორციელებენ გაქცეული ცხოველების გაუვნებელყოფას, ბუნებრივია, სადაც ხერხდება, ხდება მათი დაძინება“, – აღნიშნა ღრიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან