11:47 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-27 12:40:48, 944 ნახვა

საზოგადოება
ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნათია მეზვრიშვილი და ნინო ჯავახაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსს - ომერ ფიშერსა და პროგრამის ასისტენტს - ალექსანდერ სეკულიჩს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ადამიანის უფლებების დამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისა და მათი დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანი, მისი საქმიანობა, განხორციელებული აქტივობები და არსებული გამოწვევები.

საქართველოში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის, მათი დაცვის საშუალებების, მექანიზმებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics