10:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-22 14:03:31, 1144 ნახვა

საზოგადოება
25 ნოემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი - მაღალმთაში მოთოვს

გარემო დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

უწყების ცნობით, 23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი. 

"24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი", - აცხადებენ სპეციალისტები. 

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 ნოემბერს, 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემერატურა 22-23 და 25-26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics