22:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 11:40:05, 351 ნახვა

პოლიტიკა
ვროცლავის გლობალურ ფორუმზე თამარ ბერუჩაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ვროცლავის გლობალურ ფორუმში მონაწილეობის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკელ სენატორთან, აშშ-ს სენატის  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთან ჯინ შაჰინთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს როგორც ამერიკისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე საქარველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე, მათ შორის განიხილეს ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები. ამერიკელმა სენატორმა კიდევე ერთხელ დადასტურა შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

კონფერენციის ფარგლებში მინისტრი ასევე შეხვდა ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს დეიმონ ვილსონს და ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს ჯონ ჰერბტს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოა და არსებულ გამოწვევებზე.

ვროცლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მოლდოველ და პოლონელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობდა. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი ფოკუსი წელს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics