03:50 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-10 20:14:05, 1258 ნახვა

საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - რამდენიმე პირი შეუძლოდ გახდა [LIVE]

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შეხლა-შემოხლა თავად ზაზა სარალიძესა და სამართალდამცველებს შორისაც მოხდა. აღნიშნული დაპირისპირების დროს სარალიძე და მისი ერთ-ერთი მხარდამჭერი შეუძლოდ გახდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აქციაში ათობით ადამიანი მონაწილეობს. ის მესამე სექტორის ორგანიზებით იმართება.

 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics