13:42 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-13 11:11:31, 425 ნახვა

საზოგადოება
თამარ ბერუჩაშვილი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საგარეო უწყება  და მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ღრმა ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლების ცენტრის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ბ-ნ ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო.

ფასდაუდებელია ბ-ნ ალექსანდრეს ღვაწლი საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში მრავალი მიმართულებით - მის სახელს უკავშირდება საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრის დაარსება, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი წამყვან, საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებს შორის, დიდია ბ-ნ ალექსანდრეს წვლილი მრავალი მაღალპროფესიული კადრის აღზრდასა და ფორმირებაში, რომელთა დიდი ნაწილი დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც საქმიანობს,  საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე მის მიერ შექმნილი ნაშრომები დღემდე რჩება და დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

მეამაყება, რომ პირადად ვიცნობდი, მრავალი წლის მეგობრობა და მჭიდრო თანამშრომლობა მაკავშირებდა  ბ-ნ ალექსანდრესთან. მათ შორის ჩვენი ბოლო შეხვედრა შედგა GFSIS-ის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე. დარწმუნებული ვარ მისი ღვაწლი აუცილებლად ჰპოვებს გაგრძელებას, როგორც აღნიშნული ცენტრის, ასევე ბევრი ადამიანის სახით, ვინც ეზიარა ბ-ნ ალექსანდრეს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩემი სახელით სამძიმარს ვუცხადებ ბ-ნ ალექსანდრეს ოჯახის წვერებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics