15:19 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-09 15:37:22, 605 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამას აამოქმედებს

2019 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას „სმენაპროთეზირებულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციას“ აამოქმედებს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით.

პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრა 3-დან 10 წლის ასაკის სხვადასხვა ხარისხის სმენადაქვეითებული სმენაპროთეზირებული (სმენის აპარატი, კოხლეარული იმპლანტი) ბავშვები. ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მიეწოდება ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს რეაბილიტაციის პროცესში მშობლების მონაწილეობას, მათი პრაქტიკული ჩვევების განვითარებასა და შემდგომი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. წლის განმავლობაში ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ არაუმეტეს ორი სარეაბილიტაციო კურსი.

გუშინ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი და ახალი პროგრამების შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაცია სთეფ ფორვარდის მიერ მოეწყო და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების გარდა, სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაიმართა პროექტის - „მშობლები ბავშვთა უფლებების დაცვისთვის“ მიღწეული შედეგების განხილვა, ასევე აჭარაში მცხოვრებ სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჭიროებების შესახებ მშობელთა ადვოკატირების ჯგუფის მიერ მომზადებული რეკომენდაციების გაცნობა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.

ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS პროგრამის ფარგლებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სთეფ ფორვარდი”, აჭარაში სმენადაქვეითებული ბავშვების ჯანდაცვის, განათლების და სოციალური ინტეგრაციის საკითხებზე 2007 წლიდან მუშაობს, ამ მიმართულებით განხორციელებული აქვს რამოდენიმე წარმატებული პროექტი, მათ შორის, სმენის დაქვეითების ადრეულ ასაკში დიაგნოსტიკის სერვისები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics