01:39 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-05 16:53:23, 1133 ნახვა

საზოგადოება
„ეკოსითის“ დისკრიმინაციული განცხადება - კომპანია კონკრეტულ აქციას მხოლოდ ეთნიკურად ქართულ ოჯახებს სთავაზობს

სამშენებლო კომპანია „ეკოსითი“, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დისკრიმინაციულ პოსტს აქვეყნებს.

კერძოდ, კომპანია აქციას მხოლოდ ერთნიკურად ქართულ ოჯახებს სთავაზობს:

„ყოველ ქართულ ოჯახს, რომელიც უახლოესი 12 თვის მანძილზე გააჩენს მინიმუმ მესამე ბავშვს და შეიძენს ბინას ეკოსითი კრწანისში, ან ეკოსითი სამგორში, ჩვენ საჩუქრად გადავცემთ ბავშვის ოთახს!“.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეხება აქცია სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს, მათ კომპანიამ განუმარტა, რომ „კონკრეტული აქცია მიზნად ისახავს, ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების ხელშეწყობას და აქედან გამომდინარე, ყველა, ეროვნებით ქართველი ოჯახი შეძლებს ამ აქციით სარგებლობას“.

"ეკოსითის" წარმომადგენლებთან დაკავშირება მათ გვერდზე მითითებულ ნომერზე ვცადეთ, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.


 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics