21:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 18:02:26, 450 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო აზერბაიჯანს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად განიხილავს

საქართველო აზერბაიჯანს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად და მეგობარ სახელმწიფოდ განიხილავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, განხილვის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები იყო.
„აზერბაიჯანი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ  ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს ზაგულბას სასახლეში უმასპინძლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics