21:26 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 11:08:57, 399 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ჰოლანდიის ევროპული დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან, ევროპული თანამშრომლობის გენერალური დირექტორის მოადგილე  დაფნე ბერგსმასთან და საქართველოში ნიდერლანდების ელჩთან ჰანს ჰორბახთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და მათ მნიშვნელობას როგორც ევროპულ, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ხაზგასმით აღინიშნა პროგრესი, რომელსაც საქართველო აჩვენებს ასოცირებისა და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის  შესახებ  შეთანხმებების შესრულების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ჰოლანდიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიღწევები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა რეფორმებისა  და წლიური სამოქმედო გეგმების მონიტორინგის პროცესში.

მხარეებმა ისაუბრეს რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებზე და დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ  საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით, რათა დროულად დასრულდეს ტექნიკური პროცესი და მიმდინარე წლის დეკემბერში ქვეყანა შესრულებული ვალდებულებებით წარსდგეს ევროკომისიის წინაშე, რაც შექმნის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტლების საფუძველს. თავის მხრივ, ჰოლანდიურმა მხარემ აღუთქვა მხარდაჭერა მას შემდეგ რაც საქართველო დაასრულებს ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics