22:08 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-22 00:55:47, 2116 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებული პრიორიტეტული მიმართულებები. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა საზღვაო უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით ნატოს მუდმივმოქმედი შენაერთების საქართველოს საზღვაო სივრცეში ვიზიტების მნიშვნელობაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრსა და  ნატოს საზღვაო ოპერაციების ცენტრს შორის არსებულ თანამშრომლობაზე.
გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ნატოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ns





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics