21:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-18 19:32:42, 1969 ნახვა

პოლიტიკა
USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს და ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას მიესალმება

საქართველო არის USAID-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტნიორი და მისასალმებელია ის დემოკრატიული ტრანსფორმაცია, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში განიცადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და USAID-ის ხელმძღვანელ მარკ გრინის შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც დღეს ვაშინგტონში, USAID-ის სათავო ოფისში გაიმართა. 

მხარეებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს და განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება განათლების სფეროში, რომელიც საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. პრემიერმა ისაუბრა აღნიშნულ სექტორში დაგეგმილ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორების, მათ შორის USAID-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას მათი განხორციელების პროცესში.  

პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ერთგულება დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმებისადმი.

მხარეებმა იმსჯელეს პროექტებზე, რომლებიც მომავალში შესაძლოა USAID-ის ყურადღების ცენტრში მოექცეს და ისინი შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე პროგრამებზე, რომლებიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და აგრარულ სექტორში დასაქმებულ მოსახლეობას მომავალი განვითარების შესაძლებლობას აძლევს. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს წარმატებულ თანამშრომლობას, რასაც ისიც ადასტურებს, რომ USAID-ის მიერ საქართველოსთვის დღემდე  გაწეული დახმარება 1,5 მილიარდ დოლარს აჭარბებს. საუბარია ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდას, განათლების გაუმჯობესებას, იძულებით გადაადგილებული პირებისა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის ზრდას და ა.შ.

მარკ გრინმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო მომავალშიც განაგრძობს საქართველოს მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრისა და საქართველოს დასავლური ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძემ და მარკ გრინმაა USAID-ის მისიებში დაღუპულ თანამშრომელთა მემორიალური დაფა დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრმა USAID-ის ხელმძღვანელი საქართველოში მიიწვია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics