|
2015-06-06 15:26:50, 478 ნახვა
საზოგადოება
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო კონკურსის და საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
შსს-ს აკადემიაში, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ნახატების და ესეების სასკოლო კონკურსის და ფეხბურთის ტურნირში გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ ესეების სასკოლო კონკურსში „პოლიციელი თვალსაჩინო მოქალაქე“ ოცი საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდა, ხოლო ნახატების კონკურსში „ჩემი მეგობარი პოლიციელი“ - ოცი საუკეთესო ნახატის ავტორი, რომლებსაც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო გიორგობიანმა, შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა სიგელები გადასცეს. აღნიშნული კონკურსი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ჩატარდა. აკადემიაში მოეწყო საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღია პირველობა მინიფეხბურთში „პოლიციის თასი“, რომელშიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 50-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საპრიზო ადგილები თბილისის 208-ე, მე-60, 22-ე და 99-ე სკოლების გუნდებმა დაიკავეს. პირველ ადგილზე გასულ 208-ე სკოლის გუნდს „პოლიციის თასი“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა გადასცა, მეორე ადგილზე გასული მე-60 სკოლის გუნდი საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გია ბეგიაშვილმა, ხოლო მესამე ადგილზე 22-ე გასული გუნდი, საქართველოს ჩემპიონი საკალათბურთო გუნდის “შსს აკადემიის“ წევრებმა რევაზ როგავამ და აკაკი ლომოურმა თასებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმაც მიიღეს. შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ტურნირში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარეს და აკადემიაში არსებული სასწავლო პროგრამების შინაარსი გააცნეს, აგრეთვე სტუმრებს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. ესეების და ნახატების სასკოლო კონკურსი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი ქვეყნის სკოლების დაწყებითი და საშუალო კლასების მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული. ნაშრომები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომელიც შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქართველოს მასშტაბით გამართული სასკოლო კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, მოზარდ თაობასა და პოლიციას შორის ნდობის გაღრმავება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)