21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-12 12:19:59, 1386 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 16 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, - როგორც მთავრობის მეთაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში.

„იგეგმება შეხვედრები, ჩვენს კოლეგებთან, მეგობრებთან. ბუნებრივია, საუბარი გვექნება იმ ყველაზე მწვავე გამოწვევებზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც იქნება განხილული", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან ერთად, ნიუ-იორკში მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე.

„მოგეხსენებათ, ეს არის ის ტრიბუნა, რომელიც საშუალებას იძლევა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავსვათ ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები. აქაც გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები, მათ შორის მედიასთან, მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.  ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაიყვანს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics