19:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-09 19:24:52, 1185 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია 2008 წლის ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციას შეესაბამება. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს. მას აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ომის საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება თავის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას. შეგახსენებთ, ეს განმარტება რა იყო: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად, ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, მაშინ განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics