|
2018-08-29 11:49:26, 843 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ბახტაძე კურორტების მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე კურორტების ინფრასტრუქტურისა და მზადყოფნის ხარისხით უკმაყოფილოა და ამ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილებას აძლევს. როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ არის არგუმენტი იმისა, რომ კურორტები გაზრდილი ნაკადების მისაღებად მზად არა აღმოჩნდნენ. „ჩვენ არ ვართ კმაყოფილი იმ მზადყოფნით, რაც გვქონდა კურორტებზე ზაფხულში და, ამასთან ერთად, არ ვართ კმაყოფილი ბაკურიანის და გუდაურის მომზადების დონით, რომელიც ვიხილეთ ზამთარში. ყველას კარგად გვესმის და გვახარებს, რომ ტურისტების რაოდენობა მკვეთრად იზრდება, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ კურორტები არ იყოს მზად ამ ნაკადის მისაღებად. აქედან გამომდინარე, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ფიზიკურად არის ჩართული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და მზადყოფნის ხარისხის უზრუნველყოფაში, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ასეთი რაღაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ეხება ყველა ადამიანს, ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, რომ კურორტები შესაბამის დონეზე იყოს მომზადებული. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკურორტო სეზონებზე, როდესაც ტურისტული აქტივობა განსაკუთრებით იზრდება. არ მინდა დავასახელო კონკრეტული სახელი და გვარები, რადგან ეს ეხება საკმაოდ ბევრ ადამიანს და ბევრ უწყებას. დარწმუნებული ვარ, ზამთრის სეზონს, ისევე როგორც მომავალი ზაფხულის სეზონს ჩვენ ხარისხობრივად გაცილებით უფრო მომზადებული შევხვდებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)