21:15 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-25 13:08:32, 1409 ნახვა

საზოგადოება
გლდანის ხევში ორ მისამართზე სკვერი მოეწყობა

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, გლდანის ხევის  N3-N3 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ დაახლოებით, 600  კვ.მ ფართობზე, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება,  ფეხით სავალი ბილიკები, ბორდიური, განათების და სარწყავი სისტემა,  საბავშვო-გასართობი მოედანი მოეწყობა.

სკვერის  მოწყობის სამუშაოები, რომელსაც შპს “ქა-გი” აწარმოებს, ნოემბრის დასაწყისში დასრულდება.

გლდანის რაიონში ამ ეტაპზე სკვერის მოწყობის სამუშაოები სულ შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, გლდანის ხევში სკვერის მოწყობის სამუშაოები ორ მისამართზე დავათვალიერეთ. გლდანის ხევის  N3-N3 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ,  ბავშვებისთვის კომფორტული გასართობი სივრცე გაკეთდება. გლდანის რაიონში კიდევ ხუთ მისამართზე სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ჩვენ მოქალაქეებისთვის არაერთ სარეკრეაციო და დასასვენებელ სივრცეს შევქმნით“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics