|
2018-08-20 14:46:11, 666 ნახვა
საზოგადოება
კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება
კონსტიტუციის ახალი გამოცემის პრეზენტაცია 24 აგვისტოს გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი გამოცემა საკანონმდებლო ორგანოს მიერ მომზადდა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა. „სამ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც აყალიბებს დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. ეს არის ის ასპექტები, გარდა სხვა ასპექტებისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ყოველგვარი სახის ავტორიტარიზმს, ავტოკრატიას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ამ კონსტიტუციის უმთავრესი მიღწევა. კონსტიტუციის ამოქმედებასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემა",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მან მადლობა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ფინანსური მხარდაჭერისთვის. „მადლობას გადავუხდი ჩვენს გერმანელ მეგობრებს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელიც დაგვეხმარა ამ საქმეში. დაიბეჭდება ახალი გამოცემა, რომელიც უნდა გახდეს სამაგიდო წიგნი პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, თქვენთვის - ჟურნალისტებისთვის და ნებისმიერი იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებით",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუციისგან განსხვავებით, ახალი კონსტიტუცია გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გარანტიას ქმნის. „მთავარი სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დღევანდელი, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია იძლევა, ასეთი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რასაც გამორიცხავს ახალი კონსტიტუცია. ამ მიზნით დაიწერა თავის დროზე 2010 წელს ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია. ამისგან განსხვავებით ახალი კონსტიტუცია აბსოლუტური ფორმით გამორიცხავს ავტოკრატიის ჩამოყალიბების ყოველგვარ შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუციის დონეზე იქნება აბსოლუტური ფორმით გარანტირებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ეს არის არსებითი და რადიკალური სხვაობა დღეს მოქმედი კონსტიტუციისგან და ეს არის ის მიღწევა, რომელიც უკავშირდება სწორედ მეცხრე მოწვევის პარლამენტს",-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)