19:23 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 12:33:08, 1035 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის IV მიკრორაიონში ახალი სკვერი ეწყობა

ვაკის რაიონში, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის 24-ე კორპუსის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ტერიტორიაზე სავალი ბილიკები უკვე მოპირკეთდა, განახლდა ამფითეატრი, დაიდგა ახალი სკამები და სანაგვე ურნები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

 მათივიე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, სკვერი ბუჩქოვანი მცენარეებითა და ვერცხლისფერი ნაძვებით გამწვანდება.

„სხვადასხვა პროექტის დაგეგმარების დროს და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, ადგილობრივ მცხოვრებლებს ხშირად ვხვდებით და პროექტის დეტალებზე, ინვენტარის ადგილმდებარეობასა და სხვა საკითხებზე ვთანხმდებით. აღნიშნული სკვერის მოწყობაშიც მოსახლეობა აქტიურადაა ჩართული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დასასვენებელი სივრცე მათთვის ეწყობა. ასევე, უმნიშვნელოვანესია ამ სივრცის გამწვანება და მიხარია, რომ სხვადასხვა ბუჩქოვან მცენარესთან ერთად, ამ და რამდენიმე სხვა სკვერშიც ულამაზესი ვერცხლისფერი ნაძვები დაირგვება“,  - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება 130 000-მდე ლარს შეადგენს. სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგი“ ახორციელებს.

ამავე ტერიტორიაზე, 28-ე და 29-ე კორპუსების დამაკავშირებელი კიბეც აშენდა. ამ დროისთვის კი, საფეხმავლო ბილიკის მოწყობა მიმდინარეობს.

ვაკის რაიონში შვიდი სკვერის განახლება და მოწყობა უკვე განხორციელდა. მიმდინარე წელს, დამატებით ათზე მეტი სკვერისა და შიდა ეზოს კეთილმოწყობაა დაგეგმილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics