15:11 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-14 18:44:03, 1082 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის არასახელმწიფოებრივი

„გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპატიის გამოხატვაში დაადანაშაულა.

ამასთან,  მიხეილ სააკაშვილისა და "რუსთავი 2-ის" საქმეებთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებების მიმართ მარგველაშვილის დამოკიდებულება გაიხსენა.

„გიორგი მარგველაშვილი რეგულარულად არღვევდა პრინციპებს, როდესაც საქმე ეხებოდა სასამართლოში კადრების გამწესებას, იყო საუბარი თანამშრომლების გამწესებაზე, იყო არაერთი გადაცდომა სხვა მხრივაც, ეს გვიჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც იხელმძღვანელებს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ სუბიექტური ინტერესებით, რასაც აქამდე ადგილი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მეც მიმაჩნია, რომ ამ კონსულტაციებს დიდი აზრი არ ექნება. მოლოდინი არის პესიმისტური, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. პრეზიდენტს აქვს თავისი პრეროგატივა, პარლამენტს აქვს თავისი პრეროგატივა,  ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პრეროგატივის შესაბამისად. მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი, ეს მან არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. შეგახსენებთ, რომ სამივე შემთხვევა „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა. ეს იყო სააკაშვილის ორი საქმე, სადაც ის გამტყუნდა კონკრეტულ დანაშაულებში, ეს იყო ასევე „რუსთავი 2"-ის საქმე, როგორც კი უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალურ მოძრაობას,“ მარგველაშვილი მაშინვე ხდება აგრესიული, ის გადადის შეტევაზე, ეს არის მისი კერძო დამოკიდებულება, მას აქვს თავისი სუბიექტური განწყობები, მოლოდინები“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics