16:39 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-08 12:15:21, 702 ნახვა

საზოგადოება
ბრიტანეთში, აგვისტოს ომის 10 წლისთავისთის მიძღვნილ გამოფენაზე, პირველადი ინფორმაციით, პრორუსი ჟურნალისტი შეიჭრა

დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი გამოფენის მიმდინარეობისას, საელჩოს შენობაში ვიდეო-კამერით უცხო პირი შეიჭრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნული პირი პოლიციამ დააკავა.

„7 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში აგვისტოს ომის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის - „Victima” მიმდინარეობისას საელჩოს შენობაში ვიდეოკამერით შეიჭრა უცხო პირი, რომელიც იქცეოდა აგრესიულად, უნებართვოდ იღებდა გამოფენას, ხმამაღლა სკანდირებდა NATO-ს საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ქართულ მხარეს ბრალს სდებდა ბრიტანელი აუდიტორიისათვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებაში. საელჩოში გამოიძახეს დიპლომატიური პოლიცია, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და დააკავა აღნიშნული პირი. ​ ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში. 

მათივე თქმით, ეს პირი არის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული საქმიანობით. 

„​პირველადი ინფორმაციით, ეს პიროვნება გახლავთ ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც გამოირჩევა პრორუსული პოლიტიკურად ანგაჟირებული საქმიანობით და აქვეყნებს მასალებს სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოში, სავარაუდოდ, მისი ეს ქმედებაც ატარებდა პროვოკაციულ მიზნებს. მომხდარის სრულყოფილად შესაფასებლად ველოდებით გამოძიების დასრულებას“, - განაცხადეს სამინისტროში. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics