13:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-06 16:36:07, 671 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილოვი: ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც საკუთარ ყურებს

ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ისევე ვერ დაინახავენ, როგორც საკუთარ ყურებს, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში ტვირთების ტრანზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რესპუბლიკისთვის ეს ტრანზიტი მნიშვნელოვანია" .

„სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არ არის ხელმძღვანელი, რომელსაც პოლიტიკური სიმამაცე აქვს, აღიაროს დღევანდელი რეალობა და უახლოეს პერსპექტივაში ასეთი პოლიტიკოსი არც ეყოლებათ. მე როგორც მესმის, თვითონ ქართული საზოგადოება ამის წინააღმდეგ არის განწყობილი, თუმცა მათ ესმით, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ვერ დაინახავენ ისევე, როგორც საკუთარ ყურებს. თუმცა, საქართველოს ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ სამხრეთ ოსეთს უნდა ელაპარაკოს როგორც სრულფასოვან პარტნიორს. ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და ეს გზა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობის გარეშე ვერ იფუნქციონირებს“, - განაცხადა მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელმა.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics