12:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 15:35:41, 779 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამ, საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილის შესაძლო პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენამ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება – მწვანეების" თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ  მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, თუმცა, ის დამოუკიდებელი კანდიდატის არსებობასაც მიესალმება. 

"მმართველ პარტიას უნდა ჰყავდეს თავისი კანდიდატურა, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, პრინციპში, კონსტიტუცია ითხოვს პირდაპირ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი უპარტიო და დაბალანსებული პიროვნება უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტიც არ არის ცუდი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. 

განსხვავებული მოსაზრებები აქვს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გია ვოლსკის. მისი თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი საკუთარი კანდიდატურის წარდგენას აპირებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მას უნდა დაუჭიროს მხარი. 

"ყველა კანდიდატს გაუჭირდება სალომე ზურაბიშვილთან ბრძოლა, ვინაიდან ძალიან ბევრი აქვს პოზიტივი, თუნდაც მისი ფრანგული ‘’ბეგგრაუნდი’’. პრინციპულად მნიშვნელოვან თანამდებობებზე მუშაობდა, აღსანიშნავია მისი მრავალმხრივი მოლაპარაკებები საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის თემაზე’’, - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა. 

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა განიხილება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics