19:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-26 15:17:58, 559 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმის უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უნივერსიტეტის განახლებული ლაბორატორიები და აუდიტორიები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა თორნიკე რიჟვაძეს ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტის შესახებ, რომელიც 2017-2018 წლებში აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღინიშნა, რომ ბათუმის უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი პირველია, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთათვის ადაპტირებული ლიფტი მონტაჟდება. რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა ასევე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ცენტრი დაათვალიერეს, რომელიც სასწავლო-პრაქტიკულ დანიშნულებასთან ერთად კომერციული საქმიანობასაც ეწევა.

გარდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლისა, აქტიურად ხორციელდება სტუდენტთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული პროგრამები.

 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics