10:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-19 18:41:55, 1005 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ეწვია

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი ეწვია.

უცხოელ სტუმარს სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ უმასპინძლა.

ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნო.

საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანს

საშუალება მიეცა, მონაწილეობა მიეღო იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდა სერვისების გაცემის პროცესს.

ეკვადორის პრეზიდენტის გენერალური მდივანი ედუარდო ჯურადო ბეჟარი საქართველოში ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში იმყოფება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics