15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 13:46:59, 375 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: მძიმე დანაშაულში მხილებული პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან

"მძიმე დანაშაულში მხილებული  პირები ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, ზურაბ ადეიშვილი ოდესის მთავარ პროკურორად დაინიშნოს.

მისივე თქმით, სისხლის საამრთლის პასუხისგებაში მიცემული ზურაბ ადეიშვილი პროკურორად მართლაც დაინიშნება, უკრაინა  პრეცედენტს დაამკვიდრებს.

"ვიცი, რომ პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნაა, მხილებულია მძიმე დანაშაულში, ასეთი პირები ზოგადად, ნორმალურ ქვეყნებში პროკურორებად არ ინიშნებიან.დანარჩენი ახლა, ქვეყანა არის სუვერენული, ვის მოისურვებენ პროკურორად, დამნაშავეს, ბრალდებულს, ყოფილ პატიმარს, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა საქმეებში, ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან სერიოზული შეცდომა, როცა სისხლის სამართლის  პასუხისგებაში მიცემული პირი არის პროკურორი. მე ასეთი რამ არ მსმენია, არ მინახავს არსად.თუ ახლა რაღაც პრეცედენტს უკრაინა დაამკვიდრებს, ეს მათი საქმეა",-განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics